რეცეპტი

ლორში შეხვეული მწყერი კენკრის სოუსით

მომზადების წესი:
მწყერი გაჭერით შუაზე, ამოიღეთ გულ-მკერდის ძვლები და ჩადეთ მარინადში (იხილეთ ქვემოთ) 2-6 საათის განმავლობაში. მწყერის ნაჭრები ამოიღეთ მარინადიდან, გაამშრალეთ და შეწვით ცხელ ტაფაზე, 5 წუთი თითო მხარეს.

4 ულუფის მასალა: 8 მწყერი 16 თხელი ნაჭერი უმად შებოლილი
იტალიური ლორი (პროშუტო კრუდო)
უმჯობესია სან დანიელე 200 გრ. ჟოლოს ძმარი 500 გრ. შერეული კენკრა: ცოცხალი მაყვალი, ჟოლო, მოცვი
(ზამთრის ალტერნატივად გამოიყენეთ
კენკრის გაყინული მიქსი) 1 კონა ქინძი 100 გრ. ზეითუნის ზეთი 50 გრ. ბალზამიკოს ძმარი 1 კბილი ნიორი მარილი, ფერადი წიწაკა ჯამში 32 ლარი
შემწვარი მწყერი გაკეცეთ შუაზე, გაახვიეთ ლორის თხელ ნაჭერში და დაამაგრეთ კბილის ჩხირით. ლორში შეხვეული მწყერის ნაჭრები გადაიტანეთ ცეცხლგამძლე განიერ ჭურჭელში და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 10 წუთი. შემწვარი მწყერი გაანაწილეთ 4 თეფშზე, მოასხით კენკრის სოუსი (იხილეთ ქვემოთ) და გემრიელად მიირთვით. 

 

მარინადი: 100 გრ. ზეითუნის ზეთი, 100 გრ. ჟოლოს ძმარი, 50 გრ. ბალზამიკოს ძმარი, მარილი, წიწაკა.

 

კენკრის სოუსი: შერეული კენკრა დააბლენდერეთ ნიორთან, ქინძთან და დარჩენილ ჟოლოს ძმართან ერთად. მარილი და წიწაკა გემოვნებით.
 
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: 
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), 
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73) , 
 

კომენტარები