რეცეპტი

შემწვარი ბურვაკის ბარკალი

 
მარინადი: 
ფიალაში ჩაასხით ნაღები, დაუმატეთ აჯიკა, შეურიეთ სოიოს სოუსი, ზეთი, მარილი, პილპილი და კარგად გადაურიეთ.
ბურვაკის ბარკალი მოათავსეთ განიერ და ღრმა ჭურჭელში. სანელებლებიანი ნაღების სოუსი წაუსვით ორივე მხრიდან, დარჩენილი მასა მოასხით და თავდახურული შედგით მაცივარში მთელი ღამით ან 12-14 საათის განმავლობაში. 
8 ულუფის მასალა: 2 კგ. ბურვაკის ბარკალი 150 გრ. ნაღები 2 სუფრის კოვზი აჯიკა 100 გრ. ზეითუნის ზეთი 100 გრ. სოიოს სოუსი 100 გრ. ბრენდი მარილი პილპილი ჯამში 35 ლარი
 
მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე, მოათავსეთ ბარკალი ღუმელის ტაფაში ან ღრმა, ცეცხლგამძლე ჭურჭელში, მოასხით ბრენდი და შეწვით 2 საათის განმავლობაში.
შემწვარი ბარკალი დაჭერით თხელ ნაჭრებად და გემრიელად მიირთვით. ბურვაკის ხორცს გარნირად მოუხდება კარტოფილის პიურე ან შემწვარი გოგრა.
 

კომენტარები