სვანეთში დაკარგულ ალპინისტს კვლავ უშედეგოდ ეძებენ

0 კომენტარი

სვანეთის სოფელ მულახთან ორი დღის წინ ზვავში მოყოლილი ალპინისტის სამძებრო სამუშაოების გაგრძელება უამინდობის გამო ვერ ხერხდება.  ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მაშველთა ვერტმფრენი შემთხვევის ადგილამდე მისვლას ძლიერი თოვლის გამო ვერ ახერხებს. სამაშველო ოპერაციას მიუვალი რელიეფიც ართულებს.

დაკარგული ალპინისტი მესტიის მკვიდრია. მესტიის საკრებულოს წარმომადგენლების განცხადებით, თეთნულდის მწვერვალზე 13 დეკემბერს ორი ალპინისტი ადიოდა. დაახლოებით დღის სამ საათზე ფერდობზე ზვავი ჩამოწვა. ერთ-ერთმა ალპინისტმა, გიორგი ნავერიანმა ნამქერიდან ამოსვლა და ადგილობრივ ადმინისტრაციასთან დაკავშირება მოახერხა. ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობა, მთამსვლელები და მონადირეები საკუთარი ძალებით აწარმოებენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები