აიათოლა ხომეინი მოუწოდებს მწერალ სალმან რუშდის მოკვლისკენ (1989 წელი)

”ჩვენ ვართ ღმერთიდან და ღმერთს უნდა დავუბრუნდეთ ” ყურანის სტროფი

მე მინდა შევატყობინო  მსოფლიოს ყველა მამაც მუსლიმს, რომ ”სატანური ლექსები”, მისი ავტორი, გამომცემელი, ყოველი მათგანი არის ისლამის მტერი, წინასწარმეტყველის მტერი, ყურანის მტერი. ყველა ის ადამიანი რომელიც შეგნებულად იღებდა მონაწილეობას მის შექმნაში სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

მე მოვუწოდებ ყველა გულად მუსლიმს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი რომ მოკლან ისინი დაფიქრების გარეშე, რათა  ამიერიდან აღარავინ გაბედოს მუსლიმების წმინდა რწმენის შეურაცხყოფა.

ყველა რომელიც ამ წმინდა საქმისთვის მოკვდება მარტვილია, ღმერთის რჩეულია.

ასევე, თუ ვინმე ახლოსაა სალმან რუშდისთან, მაგრამ არ ძალუძს მისი მოკვლა, ვალდებულია შეატყობინოს ხალხს რათა რუშდი დაისაჯოს საკუთარი ქმედებებისთვის.

ალ-მოსავი ალ-ხომეინი

14 თებერვალი,  1989

 

Fatva by iraklikikn

კომენტარები