მოსკოვში არეულობები გრძელდება

დღეს მოსკოვში კავკასიელების მიერ დაანონსებული ფართომასშტაბიანი მიტინგი რუსი ”ფაშისტების” წინააღმდეგ  არ შედგა. მეტროსადგურ ”კიევსკის” მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ”ევროპეისკისთან”, სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზების მიუხედავად, საღამოს ექვსი საათისთვის  1000-მდე კავკასიური წარმოშობის მოქალაქე და რუსი ნაცისტი  შეიკრიბა. მათ შორის მცირე მასშტაბის შეტაკებები მოხდა.

მილიციის სპეც ნაწილები და ჯარი შეკრებილებს რიცხობრივად ბევრად აღემატებოდნენ.  შესაბამისად,  მილიციამ  ფართომასტაბიანი შეტაკებების თავიდან აცილება მოახერხა. რუსული მედიის ცნობით, დაპატიმრებულია 700-მდე ადამიანი. მოსკოვის შს მთავარი სამმართველოს განცხადებით  დაკავებულთაგან ზოგიერთს ჩხრეკის დროს ტრავმატული იარაღი, დანები და ელექტროშოკები აღმოაჩნდა.

მოსკოვში 15 დეკემბერს უსაფრთხოების  ზომები განსაკუთრებით გამკაცრებული იყო. ”კიევსკი” სადგურის მოედანზე   მოძრაობის უფლება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სპეც სამსახურის მანქანებს ჰქონდათ. მანეჟის მოედანზე ასევე მობილიზებული იყო  ცოცხალი ძალა და სპეც ტექნიკა.

გაზეთ "რუსკი ობრაზის" ხელმძღვანელის, დიმიტრი დემუშკინის ინფორმაციით, კავკასიელებთან შეტაკება  "კიევსკაიას" გარდა, მეტროს სადგურ  "აეროპორტთანაც" მოხდა. მოსკოვის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვიქტორ ბირიუკოვმა განაცხადა, რომ ამ შეტაკებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.  დღის განმავლობაში  ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა მეტროს სადგურებში კავკასიელთა ცემისა და დაჭრის ფაქტების შესახებ.  რუსული მედის ცნობით, შეტაკებები კავკასიელებსა და რუს ”ფანატებს”   შორის მოსკოვში  მთელი საღამოს განმავლობაში გრძელდებოდა.  სმოლენსკის მოედანზე ბეისბოლის ჯოხებითა და არმატურის ნაჭრებით მიმდინარე ჯგუფური შეტაკებები სპეც რაზმმა აღკვეთა, ჩხუბის შედეგად არიან დაშვებულები. ნაციონალისტმა რადიკალება დაროგამილოვსკის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.  მილიციამ გადაკეტა წითელი მოედანი და მოუწოდა ტურისტებს დაეტოვებინათ ტერიტორია. მოსკოვში, მიმდინარე აქციების გამო რამდენიმე კილომეტრიანი საცობები შეიქმნა. ქალაქში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია.

რუსეთში ეროვნულ ნიადაგაზე დაპირისპირებები მას შემდეგ დაიწყო, რაც კავკასიური წარმოშობის პირმა საფეხბურთო კლუბ მოსკოვის "სპარტაკის" გულშემატკივარი მოკლა. გასულ შაბათს კავკასიელების  დასჯის მოთხოვნით მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მანიფესტაციები გაიმართა. მანიფესტაციები ნაცისტურ მსვლელობასა და არასლავური გარეგნობის ადამანებზე ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. 

კომენტარები