რეცეპტი

კრევეტი წიწაკის მარცვლისა და ბრენდის სოუსში

2 ულუფის მასალა: 12 ც.კრევეტი 5 მარცვალი ფერადი წიწაკა 3 კბილი ნიორი 3 ღერი ოხრახუში 1 კონა ქინძი 30 გრ. ბრენდი მარილი ჯამში 12 ლარი

 მომზადების წესი:

გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეთი და ცხელ ტაფაზე დაყარეთ გასუფთავებული კრევეტები. გადაურიეთ და შეწვით 2 წუთი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზედმეტად არ შეიწვას, გადამწვარი კრევეტი სინაზეს დაკარგავს. შეწვისას კრევეტს დაუმატეთ წიწაკის მარცვლები,  თხლად დაჭრილი ნიორი და მარილი გემოვნებით. მოასხით ბრენდი და ტაფას მოერიდეთ, სანამ ალკოჰოლი არ აორთქლდება. გამზადებულ კერძს მოაყარეთ ოხრახუშის ღერები.
კრევეტები გაანაწილეთ ორ თეფშზე ან ფიალაზე და გააფორმეთ ბაგეტის ტოსტით ან მარილიანი ორცხობილათი.
 
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: 
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), 
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73) 
 

კომენტარები