ბელორუსში ოპოზიციის აქციები პოლიციამ დაშალა

მინსკში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. პოლიციამ უკვე დააპატიმრა დემონსტრაციის ასზე მეტი მონაწილე. არაოფიციალური მონაცემებით კი ამ რიცხვმა ხუთასს გადააჭარბა. უცხოური მედიის ცნობით, ბელორუსის დედაქალაქში არასანქცირებული მიტინგები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაშავებულზე. ევრონიუსი იუწყება, რომ ნაცემთა  შორის არის პრეზიდენტობის ხუთი ოპოზიციონერი კანდიდატი.

ბელორუსი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ დედაქალაქში ”სერიოზული არეულობების” თავიდან აცილება შეძლეს. მათი თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერებს პოლიციამ პეტარდებით და არმატურის ნაჭრებით სავსე ორი ავტობუსი ჩამოართვა. დემონსტრაციის მონაწილეებმა რამდენიმეჯერ სცადეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ბელორუსის მთავრობის შენობებში შეჭრა. 

არსებული მონაცემებით, ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი, რომელიც უკვე მეოთხე ვადით იყრის კენჭს, ალექსანდრე ლუკაშენკო ხმათა 80 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილზე კი ხმების 6 პროცენტით ანდრეი სანიკოვია. 

კომენტარები