ახალგორში ლარის მიმოქცევა აიკრძალება

 რუსული სააგენტო "რია ნოვოსტი" -ს ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე 2011 წლის 10 იანვრიდან ქართული ეროვნული ვალუტის,  ლარის მიმოქცევა აიკრძალება. ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის პრესისა და ინფრომაციის სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.  "ლენინგორის [ახალგორი]  ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ლარის მიმოქცევიდან ამოღების შესახებ", _ განაცხადა  ახალგორის რაიონის საოკუპაციო ადმინისტრაციის თანაშემწემ,  სერგეი გაგლოევმა რუსულ სააგენტოსთან საუბრისას. მისი თქმით, ამჟამად ახალგორში მიმოქცევაშია როგორც ქართული ლარი, ასევე რუსული რუბლი. გაგლოევმა აღნიშნა, რომ ახალგორის მოსახლეობა დაგეგმილი ცვლილების შესახებ უკვე გაფრთხილებულია. 

კომენტარები