რეცეპტი

ჩინური ატრია ბოსტნეულით

მასალა (სოუსი) 1 კოლოფი ჩინური ატრიაი შერეული ბოსტნეული (სტაფილო, ხახვი,
ბულგარული წიწაკა,
ბრიუსელური კომბოსტო, ისპანახის ფოთლები,
პრასის ფოთლები და ქამა სოკო)
თითოეული სახეობა 100 გრ. 100 გრ. სოიოს სოუსი 100 გრ. ზეითუნის ზეთი 3 კბილი ნიორი მარილი პილპილი ჯამში 15 ლარი

 მომზადების წესი:

ქვაბით წამოადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ატრია და 3 წუთში გადაწურეთ (ცივი წყალი არ დაასხათ).
ამასობაში კარგად გააცხელეთ ღრმა ტაფა (უმჯობესია ვოკი), მოასხით ზეითუნის ზეთი და ცოტაოდენი სოიოს სოუსი, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ ატრია და  კარგად გადაურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან 2 წუთში და მოათავსეთ ღრმა თეფშზე.
დაჭერით ბოსტნეული მოგრძო, წვრილ ნაჭრებად, ქამა სოკო – ოთხად. ცხელ ტაფას ისევ დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი, სოიოს სოუსი და წვრილად დაჭრილი ნიორი. კარგად გაცხელებულ ტაფაში ჩაყარეთ ბოსტნეული და ურიეთ 3 წუთის განმავლობაში. 
მოთუშული ბოსტნეული დააყარეთ გამზადებულ ატრიას. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

კომენტარები