ესპანეთში თამბაქოს მოწევის შესახებ კანონი გამკაცრდა

ესპანეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალა. ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში ”ყველაზე მწეველ” სახელმწიფოდ ითვლება, კანონი ძალაში კვირას შევიდა.  კანონი ბარებში, რესტორნებში, ასევე საბავშვო მოედნებთან, სკოლებთან და საავადმყოფოებთან ახლოს ანთებული სიგარეტით ხელში გამოჩენას კრძალავს.

ევრონიუსის ცნობით, ესპანეთში ყოველი მესამე მოქალაქე ეწევა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა ამ სტატისტიკის გამოსწორებას შეუწყობს ხელს. რესტორნებისა და ბარების მეპატრონეები აცხადებენ, რომ ახალი კანონი მათ დააზაარალებს იმის გამო, რომ მწეველი კლიენტები რესტორნებში რეგულარულად სიარულს შეწყვეტენ. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ევროკავშირის სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვას სერიოზული ფინანსური დანაკარგები არ გამოუწვევია.  

კომენტარები