გერმანიაში ფრინველისა და ღორის ხორცში დიოქსინი აღმოაჩინეს

გერმანიაში 5000-მდე ფერმა დროებით დაიხურა მას შემდეგ, რაც ფრინველისა და ღორის ხორცში მომწამვლელი ნივთიერება დიოქსინი აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ხორცში დიოქსინი პირუტყვისთვის განკუთვნილი საკვებიდან გადავიდა. ოფიციალური პირების ცნობით, ერთ-ერთმა ფირმამ ფერმერებს მომწამვლელი ნივთიერების შემცველი 3000 ტონა საკვები მიაწოდა.

დიოქსინი, რომელსაც ზოგჯერ „ქიმიურ შიდსსაც“ უწოდებენ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ნივთიერებად ითვლება. მეცნიერების თქმით, დიოქსინის მიღება მყისიერი ლეტალური შედეგით არ მთავდება, თუმცა, ორგანიზმში გარკვეული რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში, ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

უცხოური მედიის ცნობით, გერმანიიდან ექსპორტირებული დიოქსინით გაჯერებული ქათმის კვერცხი ბრიტანელ მომხმარებლებსაც უქმნის საფრთხეს. გერმანიიდან დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 14 ტონა მოწამლული პროდუქტი მოხვდა არა მხოლოდ უმი კვერცხის, არამედ მაიონეზისა და შამპუნის სახითაც კი. 

კომენტარები