Facebook

Facebook-ი საიტის შესაძლო დახურვის შესახებ ჭორებს უარყოფს

პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა ”ფეისბუქმა” ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია საიტის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყო. ”ჩვენ დახურვასთან დაკავშირებით არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია. ასე რომ, ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას,” ნათქვამია სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

”ფეისბუქის” მომხმარებლების მღელვარება ერთ-ერთ ფსევდო საინფორმაციო საიტზე გამოაქვეყნებულმა სტატიამ გამოიწვია. სტატიის ავტორი ”ფეისბუქის” დამფუძნებელზე, მარკ ზაკერბერგზე დაყრდნობით წერდა, რომ საიტი 15 მარტს დაიხურებოდა. ”ფეისბუქი უკვე კონტროლს არ ექვემდებარება და ამ კომპანიის მართვის გამო მიღებულმა სტრესმა ჩემი ცხოვრება დაანგრია. ამ სიგიჟეს ბოლო უნდა მოვუღო,” ციტირებდა სტატიის ავტორი ზაკერბერგს.

ინეტრნეტში გავრცელებული ცნობის საპირისპიროდ, ”ფეისბუქის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია სამომავლოდ გაფართოვებასაც გეგმავს. ”ჩვენ არსად არ მივდივართ, ჩვენ ჯერ მხოლოდ ვიწყებთ,” ნათქვამია ”ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები