პენტაგონი: საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

პენტაგონმა რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ს მიერ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის შესაძლო განახლების შესახებ კატეგორიულად უარყო. “მესამე ქვეყნის საშუალებით აშშ-ს მიერ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა,” განაცხადა ხუთშაბათს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

11 იანვარს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა ანონომურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ ”მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსთვის ათობით მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი მიჰყიდოს.” საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, მსგავსი პირობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გიორგი ბარამიძემ გასული წლის დეკემბერში ვაშინგტონში ვიზიტისას მიიღო.

კომენტარები