ვატიკანმა ბერლუსკონი ახალი სექს-სკანდალის გამო გააკრიტიკა

 ვატიკანმა იტალიის პრემიერ მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის მორიგი სექს-სკანდალის გამო შეშფოთება გამოთქვა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობამ ბერლუსკონის ”ჯანსაღი მორალური ნორმების” დაცვისკენ მოუწოდა.

”ეკლესია მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით მათ, ვისაც საზოგადოებაში საპასუხისმგებლო ადგილი უკავია, დაიცვან ჯანსაღი მორალური ნორმები და მისდიონ სამართლიანობისა და კანონიერების გრძნობას,” განაცხადა ვატინაკის წარმომადგენელმა, ტარჩიზიო ბერტონემ.

იტალიის პრემიერ მინისტრი არასრულწლოვან მეძავთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ეჭვმიტანილი. თავად ბერლუსკონი და ღამის კლუბის 18 წლის მოცეკვავე, კარიმა ელ მაჰრუკი ბრალდებებს უარყოფენ. მრავალრიცხოვანი სკანდალებით ცნობილი 74 წლის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ  აღძრული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. 

კომენტარები