ტყიბულის მაღაროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი ადამიანი დააკავეს

0 კომენტარი

 საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტყიბულის მაღაროში 22 იანვარს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი პირები,  მინდელის სახელობის მაღაროს სამუშაო უბნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ედემ  სტურუა და ვენტილაციის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი დევდარიანი დააკავა.  ისინი სამთო ასაფეთქებელი სამუშაოების მიმდინარეობისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსმა, ზაზა ქაჩიბაიამ ამ საკითხსადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე  განაცხადა, რომ დაკავებულები აფეთქების დროს მაღაროში მყოფი პირების უშუალო ხელმძღვანელები იყვნენ. ქაჩიბაიას თქმით, მათ დადგენილი უსაფრთხოების წესების იგნორირებით გასცეს ბრძანება ეწარმოებინათ ასაფეთქებელი სამუშაოები, რის შედეგადაც  ერთი მაღაროელი დაიღუპა, ხოლო ოთხმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები