”ქორთიარდ მარიოტში” მოკლული საფრანგეთის მოქალაქის ვინაობა ცნობილია

სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” საფრანგეთის მოქალაქე, სტეფან კოენი მოკლეს. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, კოენი ფრანგულ კომპანია ”სისტრაში” მუშაობდა და თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებდა სატრანსპორტო მარშრუტების რეგულაციის პროექტს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულს რამდენიმე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

”ქორთიარდ მარიოტის” ადმინისტრაციის დაცვის სამსახურის განცხადებით, ინციდენტი კოენსა და მის პირად სტუმარს შორის მოხდა. ”მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი შინგანაწესის მიხედვით, სასტუმროს ოთახში უცხო პირი თავად სტუმრის ნებართვის, მისი კეთილი ნების გარეშე ვერ მოხვდებოდა,” აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას  დაცვის სამსახურის უფროსმა ზაზა კვარაცხელიამ.

საფრანგეთის საელჩოს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მკვლელობას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. 

კომენტარები