აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ბარაკ ობამას კონგრესისადმი მოხსენებაში

 25 იანვარს ბარაკ ობამამ კონგრესს ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარუდგინა. მოხსენების უმთავრესი ნაწილი საშინაო პოლიტიკას შეეხებოდა, თუმცა პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა.

ობამამ ყურადღება გაამახვილა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკაზე, ერაყიდან ჯარების გაყვანაზე (მიუხედავად დაპირებისა, ობამას ერაყიდან ჯარები 2009 წელს არ გაუყვანია), ავღანეთის ოპერაციასა და აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე. აშშ-ს პრეზიდენტს ყურადღების მიღმა დარჩა ირანი.

ბარაკ ობამას გამოსვლის შესახებ კომენტარი გააკეთა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ილეანა როს-ლეტინენმა. მან მწუხარება გამოთქვა, რომ პრეზიდენტი კალენდარულ თარიღს ირჩევს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისათვის და ნაკლებ ყურადღებას აქცევს ავღანეთის მზაობას მარტო გაუმკლავდეს ტერორისტებს. როს-ლეტინენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ირანიდან მომავალი ბირთვული საფრთხე არ უხსენებია, ეს კი აშშ-ის მომავლისთვის მნიშვნელოვანი თემაა. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ აგრეთვე გააკრიტიკა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა და პრეზიდენტი რუსეთში და ჩინეთში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების იგნორირებაში დაადანაშაულა.

კომენტარები