შსს: საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანია

 სამართალდამცველებმა დღეს საფრანგეთის მოქალაქის, სტეფან კოენის მკვლელობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-მ დაკავებულის აღიარებითი ჩვენებაც გაავრცელა. სამინისტროს მიერ დამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ საფრანგეთის მოქალაქე შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. პოლიციის ცნობით, მკვლელობის შემდეგ ეჭვმიტანილმა მოკლულის კუთვნილი ნივთები, მათ შორის ლეპტოპი და ფოტოაპარატი აიღო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი  სამართალდამცველებმა საკუთარ სახლთან ახლოს აიყვანეს.

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში მკვლელობა წუხელ მოხდა. სტეფან კოენი საქართველოში ფრანგულ კომპანია სისტრაში მუშაობდა და თბილისის მერიასთან ერთად სატრანსპორტო მარშრუტების რეგულაციის პროექტს ახორციელებდა. საფრანგეთის საელჩოს მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები