რეცეპტი

შემწვარი პრასი ნუშით და პარმეზანით

6 ულუფის მასალა: 1 კგ. პრასი (მხოლოდ თეთრი და ღია მწვანე ნაწილი) 200 გრ. კანგაცლილი ნუში 100 გრ. ზეითუნის ზეთი 50 გრ. ძმარი ბალზამიკო (თეთრი) 150 გრ. ყველი პარმეზანი 50 გრ. ბალზამიკოს წითელი ძმარი ფერადი წიწაკა ზღვის მარილი მარილი 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი ჯამში 15 ლარი

მომზადების წესი:

ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი და მოწალეთ პრასი. დაახლოებით რვა წუთი. გადაწურეთ და გააშრეთ ქაღალდზე.

გააცხელეთ ტაფა ან გრილი, მოასხით ზეითუნის ზეთი და შეაპიწკინეთ პრასი თითო მხარეს ორი წუთი.
შემწვარი პრასი გადმოიღეთ დიდ ლანგარზე, მოასხით ზეითუნის ზეთი, ძმარი ბალზამიკო, მოაყარეთ ზღვის მარილი, ფერადი წიწაკა, ხმელი ქინძი და წვრილად დაჭრილი მოხალული ნუში.
სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.

 
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: 

პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ.: 24 46 35), 
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ.: 35 71 73), 
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02 / 03 ).
 

კომენტარები