Giovane Gentile-ს კოლექციის ჩვენება სასტუმრო Holiday Inn-ში

6 თებერვალს, სასტუმრო Holiday Inn-ში მამაკაცის ევროპული ბრენდის, იტალიური ხაზის Giovane Gentile-ს კოლექციის ჩვენება გაიმართა. 

იტალიური ხაზის მამაკაცის სამოსი ორ ხაზად იყოფა: Giovane Gentile საქმიანი მამაკაცებისთვის და Giovane G. ყოველდღიური სამოსი, რომელიც განკუთვნილია, როგორც საქმიანი, ასევე ახალგაზრდული სტილის მქონე მომხმარებლისთვის.
მასალა, რომლითაც იქმნება სამოსი, ისეთ ბრენდებს ეკუთვნის, როგორიცაა: Burberry, Cerutti, Becker.
ჩვენებაზე მოდელებმა კლასიკური და ყოველდღიური სამოსი წარმოადგინეს.


ევროპული ბრენდი 1984 წლიდან ფუნქციონირებს დევიზით It’s My Stile (ეს ჩემი სტილია). ტანსაცმლის გარდა ბრენდი მომხმარებელს უამრავ აქსესუარს სთავაზობს.


Giovane Gentile-ს ტანისამოსი და აქსესუარები განკუთვნილია საშუალოზე მაღალ  შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის.  ჩვენების შემდეგ სასტუმრო Holiday Inn-ში გერმანელი DJ ოლივერ კოლეცკი, ვოკალისტ მეუღლე - ფრანთან ერთად, შეკრებილი სტუმრების განწყობაზე ზრუნავდნენ. 

კომენტარები