კათოლიკურმა ეკლესიამ iPhone-ის აპლიკაცია - „აღსარება“ აკურთხა

კათოლიკურმა ეკლესიამ მრევლს ნება დართო გამოიყენონ iPhone-სთვის შექმნილი სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მათ აღსარების ჩაბარებაში დაეხმარება. პროგრამა სახელად „აღსარება“ გასულ კვირას 1.99 მილიონ დოლარად გაიყიდა. აპლიკაციის შემქმნელების თქმით, ის „ნებისმიერი მომნანიებლისთვის შესანიშნავი დამხმარე იქნება.“ პროგრამა მომხმარებლებს აღსარების წესების დაწვრილებით ინსტრუქციას სთავაზობს. აპლიკაცია საშუალებას აძლევს მორწმუნეებს  iPhone-ის საშუალებით შეადგინონ საკუთარი ცოდვების სია.

კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამგვარი ციფრული ტექნოლოგიის  გამოყენება აღსარების ტრადიციულ რიტუალს კი არ ანაცვლებს, არამედ წაახალისებს მრევლს, რომ შენდობისთვის მოძღვარს მიმართონ. აპლიკაცია დეველოპერებმა საეკლესიო პირებთან თანამშრომლობით შექმნეს. მისი გამოყენების ოფიციალური ნებართვა კი ამერიკელმა ეპისკოპოსმა კევინ როდსმა გასცა.

 აღსანიშნავია, რომ რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ 24 იანვარს სოციალური ქსელებით ურთიერთობა დალოცა და აღნიშნა, რომ „ეს ცოდვა არ არის“. ციფრული სამყარო კათოლიკური ეკლესიისთვის უცხო არ არის. 2007 წელს ვატიკანის ოფიციალური YouTube არხი შეიქმნა, ხოლო ორი წლის შემდეგ შეიქმნა აპლიკაცია Facebook-სთვის, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს პონტიფიკის გამოსახულებიანი ვირტუალური საფოსტო ბარათების გაგზავნა შეუძლიათ. 

კომენტარები