რეცეპტი

სირა ბაჟე

1 კგ ხბოს ჩლიქები 200 გრ ნიგოზი 1 მწიკვი ხმელი ქინძი 2 კბილი ნიორი 1 კონა ცოცხალი ქინძი 1/2 ჩ/კ უცხო სუნელი წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით 3-4 ს/კ ძმარი

ეს იმერული კერძი მომზადებულია წერეთლების საგვარეულო რეცეპტის მიხედვით

მომზადების წესი:
ხბოს ჩლიქები კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ, სანამ არ ჩაიშლება, გამოძვალეთ და დაჭერით საშუალო ნაჭრებად.
ცალკე მოამზადეთ ბაჟე: ნიგოზი და მწვანე ქინძი გაატარეთ, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა და მარილი. დაუმატეთ ნელ-თბილი წყალი და გააჯერეთ ძმრით ისე, რომ ძმრის გემო კარგად იგრძნობოდეს. ბაჟეში ჩააწყვეთ მოხარშული ხბოს ჩლიქები.  

 

კომენტარები