პარიზში ჯონ გალიანო დააკავეს

პარიზის პოლიციამ ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი, ჯონ გალიანო დააკავა. საინფორმაციო სააგენტო AFP-ს ცნობით,  მას ანტისემიტური განცხადებების გაკეთებაში ედება ბრალი. ფრანგული პოლიციის წარმომადგენლების თქმით, გალიანომ პარიზის ერთ-ერთ კაფეში მსხდომ წყვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

”ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რამ აიძულა გალიანო მისი მაგიდის გვერდით მსხდომი წყვილისთვის მიემართა,” განუცხადეს AFP-ს პოლიციელებმა. ფრანგი სამართალდამცველების თქმით, დაკავების დროს გალიანო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევა ხუთშაბათ საღამოს მოხდა. პოლიციამ 50 წლის დიზაინერი მოგვიანებით გაათავისუფლა. ინციდენტს ფრანგი სამართალდამცველლები იძიებენ. 

კომენტარები