Fitch: საქართველოს საკრედიტო რეიტინგი ”სტაბილურიდან” ”პოზიტიურამდე” დაწინაურდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი ”სტაბილურიდან” ”პოზიტიურამდე” გაზარდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესი იუწყება. Fitch-ის სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დეფოლტის ემიტენტის გრძელვადიანი რეიტინგის ”პოზიტიურამდე” დაწინაურება ”ასახავს, რომ საქართველო ეკონომიურად გაჯანსაღდა, შემცირდა საბიუჯეტო და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, გაუმჯობესდა ფინანსური სექტორის მდგომარეობა და შემცირდა პოლიტიკური რისკები.” სააგენტომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რისკის რეიტინგის მაჩვენებელად B+ დატოვა.

პოლიტიკური რისკების მიმოხილვისას, Fitch-ის წარმომადგენელმა, არტ ვუმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 18 თვის განმავლობაში პოლიტიკური რისკები ქვეყანაში გარკვეულწილად შემცირდა, ”Fitch-ი მას მაინც განიხილავს, როგორც საკმაოდ მაღალს.” ”რუსეთთან ურთიერთობები რთული რჩება, თუმცა ახლო მომავალში სამხედრო კონფლიქტის განახლებას არ ველით,” აღნიშნა მან.

Fitch-ის სააგენტოს მიხედვით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ზრდა (მშპ) 2010 წელს 6.5 პროცენტია, ხოლო იგივე მაჩვენებელი 2009 წელს 3.9 პროცენტი იყო.  2011 წლისთის კი Fitch-ი საქართველოს მშპ-ს მაჩვენებლის 5 პროცენტით ზრდას ვარაუდობს. 

კომენტარები