რეცეპტი

ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს გრატენი

4 ულუფის მასალა 350 გრ. ბროკოლი 350 გრ. ყვავილოვანი კომბოსტო 50 გრ. რძე 100 გრ. გახეხილი მოცარელა მარილი შავი პილპილი ჯამში: 10 ლარი

 მომზადების წესი:

მდუღარე წყალში ჩაყარეთ მარილი, მოწალეთ ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო.
მოწალული ბოსტნეული გააგრილეთ და მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში.
200 გრ. არაჟანში შეურიეთ 2 კვერცხი და კარგად გადაურიეთ, დაუმატეთ 50 გრ. რძე, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. 
მიღებული მასა მოასხით ჭურჭელში მოთავსებულ ბროკოლსა და ყვავილოვან კომბოსტოს. მოაყარეთ გახეხილი მოცარელა და შედგით ღუმელში 20 წუთით 200 გრადუსზე.

კომენტარები