ჩინეთის საგარეო უწყება: დალაი-ლამა იტყუება

ტიბეტის დევნილობაში მყოფი სულიერი ლიდერი, დალაი-ლამა პოლიტიკური ვალდებულებების არჩეული ლიდერისთვის გადაცემას აპირებს. ამის შესახებ მან  ჩინეთის წინააღმდეგ ტიბეტელების1959 წლის ამბოხების წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დალაი-ლამამ, რომელიც ამბოხების ჩახშობის შემდეგ ინდოეთში ცხოვრობს და ტიბეტის დევნილ მთავრობას ხელმძღვანელობს, აღნიშნა, რომ დიდი ხანია სურს პოლიტიკური ძალაუფლება სხვას გადასცეს. „ჯერ კიდევ 1960-იან წლებში მე არაერთხელ მითქვამს, რომ ტიბეტელებს სჭირდებათ ლიდერი, რომელიც ხალხის მიერ იქნება არჩეული, სწორედ მას გადავცემდი ჩემს უფლებამოსილებებს. ახლა ნამდვილად დადგა ამ ჩანაფიქრის განხორციელების დრო,“ თქვა დალაი-ლამამ.

ჩინეთში მისი განცხადებების არ სჯერათ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ცზიან იუიმ განაცხადა, რომ ტიბეტის სულიერი ლიდერი „იტყუება“, მაშინ, როცა პოლიტიკური ძალაუფლების დათმობაზე საუბრობს. „გადადგომის შესახებ გაკეთებული მისი განცხადება საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობაა,“ აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა. 

კომენტარები