რუსული მედია: ერის თხოვნით ეკლესიამ სტალინი წმინდანად უნდა შერაცხოს

ინტერნეტ გამოცემა ”Толкователь”-ის ინფორმაციით, რუსეთის იმ ეკლესიებში, სადაც არც პატრიარქი კირილე და არც პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი დადიან, უკვე აბსოლუტურად მიღებულია  სტალინის ”ხატების” თაყვანისცემა. რიგითმა სამღვდელოებამ  იოსებ ბესარიონის ძე წმინდანად არაოფიციალურად უკვე  აღიარა, წერს რუსული გამოცემა. 

მღდველი   ევსტატი  ჟაკოვი, რომელმაც ეკლესიაში სტალინის ”ხატი” დადო,  ამბობს რომ სტალინის მმართველობის დროს მოქალაქეები ქუჩაში თავისუფლად დადიოდნენ. ”პროდუქტი ყოველწლიურად   იაფდებოდა და ხარისხიანი იყო. ყველას შეეძლო ნებისმერი პროდუქტის ყიდვა. არ იყო  გარყვნილება.  ეკლესიის მსახურებსა და ეკლესიას დევნიდნენ  სტალინის ერთმმართველობამდე,” აღნიშნა ჟაკოვმა. ღვთისმსახურის აზრით, რუსეთის ეკლესიამ დევნა ”დაიმსახურა, ვინაიდან მასონურ დროებით მთავრობას მიესალმა, ხოლო ტანჯვითა და რეპრესიებით მისი განწმენდა მოხდა.”  დაღუპული უდანაშაულო ადამიანები კი, ჟაკოვის აზრით,  რუსეთისთვის ”ბედნიერებაა, რადგან არც ერთი მართმადიდებლური სახელმწიფო არ არსებობს წამებულების გარეშე.” 

რუსეთის მართლმადიდებულური ეკლესიიდან სქიზმაში გასული ჯგუფები, საპატრიარქოს  საყვედურობენ, რომ  ”დიადმა ბელადმა” დაიმსახურა წმინდანთა დასში ყოფნა, მაგრამ მოსკოვის საპატრიარქო  მის აღიარებას არ ჩქარობს. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის მართლმადიდებელ სქიზმატებში არა მხოლოდ სტალინის, არამედ პუტინის ხატებიც მოდაშია.

გამოცემა ”Толкователь”-ი წერს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს   კურსი სტალინის წმინდადად შერაცხვისკენ ეკლესიის შიგნით ჯერ კიდევ აწყდება წინააღმდეგობებს.  მოსკოვის ახალგაზრდული მსახურების სკოლის დირექტორის, წმინდა დანილოვის მონასტრის იღუმენის, პეტრე მეშჩერინოვის თქმით, რუსი ერის  და განსაკუთრებით ხელისუფლების დღევანდელი  სულერი მდგომარეობა არის ”ნერვოტიკული, არასრულფასოვნების კომპლექსით ღრმად და მტკივნეულად დაავადებული, რომელიც შეუთავსებელია არა მხოლოდ ქრისტიანობასთან, არამედ ელემენტარულ ეთიკასთანაც.”

იღუმენი მიიჩევს, რომ რუსეთის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა, რომელიც ცდილობს გამოეყოს ევროპული მოწყობის პრინციპს, დაუმეგობრდეს ირანს, ჩრდილოთ კორეას, ვენესუელას და ანტიევროპული განწყობებით  ”გამოათაყვანოს”  რუსეთის მოსახლეობა ”ქრისტაინული ცივილიზაციის პარადიგმიდან გამოსვლას ნიშნავს”. მეშჩერინოვის აზრით, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა ქვეყანის შიგნით ”ფაშისტურ-ნაციონალისტური შარიკოვების ძალაუფლებაში მოსვლას გამოიწვევს”.   იღუმენის აზრით, რუსეთის მართმადიდებლურ ეკლესიაში გავრცელებული სტალინიზმის ნოსტალგია  აჩვენებს რომ მოსკოვის საპარტრიარქოში ”ქრისტანული აღარაფერია.” ”ყველაზე ძვირფასი მოსკოვის საპატრიარქოსთვის  საბჭოთა ეპოქის  კულტურული მიღწევები, სტალინის არქიტექტურა, ბირთვული ბომბი და დერჟავის სიდიადეა და არა ქრისტიანული ეთიკა” .

აღსანიშნავია, რომ რუსული ტელეკომპანია ”მეხუთე არხის” გამოკითხვაში მონაწილე მოქალქეების 71,5 პროცენტი იოსებ სტალინს ”დიად ბელადად” მიიჩნევს. ”ლავადა ცენტრის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით კი,  რუსეთს მოსახლეობის აზრი სტალინზე ორ  თანაბარ ურთიერთდაპირიპირებულ ბანაკად გაიხლიჩა. აღსანიშნავია, რომ სტალინისადმი ნეგატიურად განწყობილი მოქალაქეების უმრავლესობას სტალინის რეპრესიები პირადად შეეხო. გამოკითხულთა 22 პროცენტის ოჯახის წვერები რეპრესიების მსხვერპლნი არიან, 29 პროცენტის ოჯახები კი კოლექტივიზაციისა და გაკულაკების დროს დაზარალდა.

რუსეთის რეგიონებში  ჩატარებული  გამოკითხვით, ბოლო 100 წლის განმავლობაში რუსეთის ”ყველაზე ღირსეულ მმართველთა” შორის პირველი ადგილი პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა დაიკავა. ”დიად ბელადს” ამ გამოკითხვაში  საპატიო მეორე ადგილი უჭირავს. პირველ ხუთეულში შევიდნენ ნიკოლოზ მეორე, ლეონიდ ბრეჟნევი და იური ანდროპოვი. რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვევდევი  ხუთეულში ვერ მოხვდა. 

კომენტარები