საერთაშორისო პოლიციამ პედოფილთა უმსხვილესი ონლაინ ქსელი გამოავლინა

 საერთაშორისო პოლიციამ პედოფილური საიტების უდიდესი ქსელი გამოავლინა. უცხოური მედიის ცნობით ქსელი 30 ქვეყანაში მოქმედებდა და 70 ათასი წევრისგან შედგებოდა. სამართალდამცველების განცხადებით,  მათ 230 ბავშვი გადაარჩინეს ძალადობას. დაკავებულია 184 ეჭვმიტანილი, მათ შორის არიან მასწავლებლები და პოლიციელები, იუწყება საინფორმაციო სააგენტო AP.  პედოფილური ონლაინ ქსელის გამოვლენის ოპერაცია სამ წელს გრძელდებოდა.

”ეჭვმიტანილები თავს ანონიმურად და დაცულად გრძნობდნენ, რადგან ერთმანეთთან დასაკავშირებლად ინტერნეტს იყენებდნენ, თუმცა ტექნოლოგიები სინამდვილეში მათ წინააღმდეგ მოქმედებდა,” განაცხადა ბავშვთა ექსპლუატაციისა და ონლაინ უსაფრთხოების ცენტრის უფროსმა პიტერ დევისმა ”მათ ყველა ქმედებას თვალყურს ვადევნებდით,” დასძინა მან.

პედოფილური ქსელის წევრები ინტერნეტის საშუალებით ერთმანეთს მცირეწლოვანი ბავშვების ფოტოებს და ვიდეომასალებს უზიარებდნენ. სამართალდამცველების თქმით, მათი ძალადობის მსხვერპთა ასაკი 7-დან 14-წლამდე მერყეობდა. ”თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინტერნეტს ბავშვების სქესობრივი ექსპლუატაციისთვის გამოიყენებს, ძალიან ცდება,” განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპოლის ხელმძღვანელმა, რობ ვაინრაიტმა.  

კომენტარები