გვატემალას პრეზიდენტი და მისი მეუღლე ერთმანეთს პოლიტიკური მიზნით ეყრებიან

 გვატემალას პრეზიდენტმა ალვარო კოლომმა და მისმა მეუღლემ, სანდრა ტორესმა სასამართლოში განქორწინების შესახებ განცხადება შეიტანეს. საქმე ის არის, რომ ტორესი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. გვატემალას კონსტიტუციის მიხედვით კი, პრეზიდენტის ახლო ნათესავებს მის შემდეგ ამ პოსტის დაკავება ეკრძალებათ. პრეზიდენტსა და მის მეუღლეს განქორწინების შესახებ შეტანილ განცხადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

კოლომისა და ტორესის ნაბიჯი ქვეყნის ოპოზიციამ სასტიკად გააკრიტიკა. პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ოტო პერეს მოლინა წყვილს ”სისტემის გაყალბებაში” ადანაშაულებს. მისი თქმით, განქორწინება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ კონსტიტუცით გათვალისწინებულ აკრძალვას გვერდი აუარონ. მისი თქმით, ეს საკითხი გვატემალას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. 

კომენტარები