ქუთაისში ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

 ქუთაისში ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ქუთაისის მერიის შენობის და იუსტიციის სახლის აფეთქებას გეგმავდნენ. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, დაკავებულები ზუგდიდის მაცხოვრებლები არიან. ისინი დღეს დილით ქუთაისის მერიასთან აიყვანეს. სამართალდამცველებმა ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი ამოიღეს.

 ადგილობრივმა მოსახლეობამ ”ტაბულას” განუცხადა, რომ ქუთაისის ცენტრში დილიდან უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. მერიასთან და იუსტიციის სახლთან მისასვლელი გზა გადაკეტილია, ხოლო ამ შენობებთან სპეცრაზმია მობილიზებული.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

კომენტარები