წყალბურთი: საქართველო 8:11 საბერძნეთი

0 კომენტარი
#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/polo.png##fbimage#

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში, თბილისის ოლიმპიკის აუზში საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრებმა 11:8 მოიგეს.

საბერძნეთის ნაკრები სპორტის ამ სახეობაში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს გუშინდელ შეხვედრაშიც დაამტკიცეს, განსაკუთრებით კი მესამე-მეოთხე პერიოდში, როცა გადაწყდა კიდეც მატჩის ბედი.

საქართველოს ნაკრები მომდევნო საკვალიფიკაციო მატჩს 2 ივლისს, ინგლისის ქალაქ მანჩესტერში დიდი ბრიტანეთის ნაკრებთან გამართავს, მოგვიანებით კი საბერძნეთს ათენში დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა 30 ოქტომბერს, საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩში ბრიტანელებს თბილისში 9:3 სძლია.

ჯგუფის გამარჯვებული კონტინენტის პირველობის საგზურს დაეუფლება, მეორე ადგილზე გასული კი ფლეი-ოფში ითამაშებს.

ევროპირველობას 2012 წლის იანვარ-თებერვალში ჰოლანდიის ქალაქი ეინდჰოვენი უმასპინძლებს. თამაშები პიტერ ვან დენ ჰოოგენბანდის სახელობის აუზში გაიმართება.

საქართველო 8:11 საბერძნეთი

გოლები: 0:1 - კ.მურიკისი; 0:2 - ე.მილონაკისი; 1:2 - რ.ჩომახიძე; 2:2 - მ.ბაღათურია; 3:2 - მ.კორდიჩი; 3:3 - ა.ელმისიანი; 4:3 - მ.კორდიჩი; 4:4 - გ.ნტოსკასი; 4:5 - გ.ნტოსკასი; 5:5 - მ.ბაღათურია; 5:6 - ი.ფუნტულისი; 6:6 - გ.ლაითაძე; 6:7 - ე-ი.დელაკისი; 7:7 - მ.ელეზი; 7:8 - ი.ფუნტულისი; 7:9 - გ.ნტოსკასი; 7:10 - გ.ნტოსკასი; 7:11 - კ.მურიკისი; 8:11 - მ.ელეზი

საქართველო: 1 - ზურაბ ჭუმბურიძე, 2 - გალაქტიონ ლაითაძე, 3 - მარკო ელაჩა, 4 - იოვან პოპოვიჩი, 5 - მარკო კორდიჩი, 6 - გიორგი ხვედელიანი, 7 - რევაზ ჩომახიძე, 8 - მიხეილ ბაღათურია, 9 - ზურაბ რურუა (კაპიტანი), 10 - კონსტანტინე გეგელაშვილი, 11 - ტატო ნიკოლეიშვილი, 12 - მარკო ელეზი, 13 - ალექსანდრე ნამორაძე

მწვრთნელი: ზვიად დავითიანი

საბერძნეთი: 1 - ფ.კარამპეტსოსი, 2 - ე.მილონაკისი, 3 - ა.ელმისიანი, 4 - ა.მირალისი, 5 - ე-ი.დელაკისი, 6 - ა.ტეოდოროპულოსი, 7 - ხ.ასროდაკისი, 8 - გ.ნტოსკასი, 9 - კ.მურიკისი, 10 - ი.ფუნტულისი, 11 - ა.ალიხანდისი, 12 - მ.ვუგარაკისი, 13 - ს.პროტონოტარიოსი

მწვრთნელი: დრაგან ანდრიჩი

მსაჯები: გ.რეინინკი (გერმანია), გ.ფალიკრაჩი (თურქეთი)

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები