ბათუმის პორტში რადიოაქტიური ნარჩენები აღმოაჩინეს

0 კომენტარი
#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/btm.png##fbimage#

დღეს  ბათუმის პორტში რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137 აღმოაჩინეს. ნივთიერება  ბათუმის პორტში ჯართით დატვირთული მანქანების  შესვლისას პორტატულმა დეტექტორმა დააფიქსირა. აჭარის ტელე-რადიო კომიტეტის ხელმძღვანლმა, თეა ცეცხლაძემ ”ტაბულასთან” საუბრისას განმარტა, რომ ამ დროისთვის გაჩერებულია ნავსადგურის მუშაობა,  ხოლო პერსონალი სრულად არის ევაკუირებული.  მან არ დაადასტურა საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პორტში აღმოჩენილი რადიოაქტიური ნივთიერების გამო გადაკეტილია ნავსადგურთან მისასვლელი გზები.

”ნავსადგური ცენტრალურ მაგისტრალთან მდებარეობს და ის არ არის გადაკეტილი, ვინაიდან აღმოჩენილი რადიაციული საფრთხე არ არის ასეთი მაღალი,” აღნიშნა ცეცხლაძემ. მისი თქმით, სატვირთო მანქანა, რომელზეც რადიოაქტიური ნივთიერება აღმოაჩინეს, პორტის ტერიტორიაზე იმყოფება.

ამ დროისთვის ადგილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სამსახურის გარდა, თბილისიდან ჩასული რადიოაქტიური ნივთიერებისა და ბირთვული უსაფრთხოების სპეციალისტები მუშაობენ.  გარემოს დაცვის  სამინისტროს რადიოაქტიური ნივთიერებისა და ბირთვული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ლევან გოგუას თქმით ”რადიაციული გამოსხივება  მანქანიდან 2-3 მეტრში ვრცელდება”. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები