ფიფას რეიტინგი: საქართველო 56-ეა

დღეს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა: საქართველოს ეროვნული ნაკრები 536 ქულით 56-ე ადგილზეა. თემურ ქეცბაიას გუნდმა წინა თვის რეიტინგთან შედარებით, 16 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია.
  
მარტში ჩვენმა გუნდმა ორი შეხვედრა ჩაატარა: ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ტურნირში თბილისში ხორვატია 1:0 დაამარცხა, შემდეგ კი ისრაელში ამავე ანგარიშით წააგო.

ფიფას რეიტინგს კვლავ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ლიდერობს - 1857 ქულა, სამხრეთ აფრიკა 2010-ის ვერცხლის პრიზიორი ჰოლანდია კი მეორეა - 1702 ქულა. მესამე ადგილზე მყოფი ბრაზილია ლიდერებს საგრძნობლად ჩამორჩება - 1425 ქულა.

პირველ ათეულს შვიდთვიანი შესვენების შემდეგ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი იტალია დაუბრუნდა: ჩეზარე პრანდელის გუნდმა მარტში სტუმრად ჯერ სლოვენია დაამარცხა, შემდეგ კი უკრაინა.

თუ მხოლოდ ევროპის ქვეყნებს გავითვალისწინებთ, საქართველოს ნაკრები 32-ე პოზიციაზე აღმოჩნდება.

ცნობისათვის: ფიფას რეიტინგში ჩვენი გუნდის საუკეთესო შედეგი 44-ე ადგილია. ეს მაჩვენებელი 1998 წლის ივლისში დაფიქსირდა.

კომენტარები