უსინათლო გმირები

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/ug.png##fbimage#
 11 აპრილს მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პოეტები, მსახიობები და თბილისის კამერული ორკესტრის წევრები „უსინათლო გმირების“ დასახმარებლად გაერთიანდნენ. 

„ტელეიმედის“ საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა  „იმედის გმირების“  მონაწილეების - დავით ყვირილიანის და ციური გიგაურის ანგარიშზე გადაირიცხა, სწორედ მათ ცხოვრებაზე წარმოდგენილი სიუჟეტის შემდეგ გამოთქვა დახმარების სურვილი ათობით ადამიანმა.

ეთერში გასული პირველ ფილმს მოჰყვა უპრეცედენტო პროექტი, უსინათლოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი წიგნების ნაკლებობაა, სწორედ ამიტომ გადაწყდა აუდიო-ლიტერატურის განყოფილების გაკეთება.
რომელიც ელექტრონულმა ბიბლიოთეკა Lib.ge - მ შექმნა.

საქველმოქმედო აქციის მოსაწვევები თემატურად ბრაილის შრიფტით იყო შესრულებული.

კომენტარები