RED BULL BC ONE ALL STARS საქართველოში

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/brk.png##fbimage#
16-18 აპრილს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი B-Boy შეჯიბრის Red Bull BC One All Stars-ის გამარჯვებულები თბილისს ესტუმრნენ.  პლანეტის ყველაზე წარმატებული ბრეიქდანსერები ლილუ (Lilou) და ჩიკო (Cico) ადგილობრივი შემსრულებლებისთვის მასტერ-კლასი და ალტერნატიულ გაკვეთილები ჩაატარეს. ცნობილი ბი-ბოები ასევე დაესწრნენ ამიერკავკასიის ბრეიქდანს-ტურნირს, სადაც ისინი მოწვეულნი იყვნენ როგორც ჟიურის წევრები.

იტალიელი ჩიკო (Cico) წარმოადგენს ევროპულ სკოლას. მას ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი- 27 ბრუნი ერთ ხელზე. ლილუ (Lilou) ალჟირელი წარმოშობის ფრანგი ბი-ბოია. ის ერთადერთია, ვინც Red Bull BC One -ის გამარჯვებული ორჯერ გახდა. ლილუ განსაკუთრებით უყვართ ბრეიქდანსერებს, მას Sony Playstation-ის თამაშში “Bboy The Game” საკუთარი გმირიც კი ჰყავს.

17 აპრილს მზიურის პარკი გახდა ამიერკავკასიის საუკეთესო ბრეიქდანსერების თავშეყრის ადგილი. აქ გაიმართა ამიერკავკასიის ჩემპიონატი ბრეიქდანსის მოცეკვავეებს შორის. ბრეიქდანს-ორთაბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ 6 ქართველი, 5 სომეხი და 5 აზერბაიჯანელი მოცეკვავეები. ასევე გაიმართა უნიკალური შოუ: MC, Dj და Hip-Hop წარმოდგენა, Beatbox, ქართული ცეკვები, და რაც მთავარია, პირველად საქართველოში, პლანეტის ყველაზე წარმატებული ბრეიქდანსერების - ლილუს და ჩიკოს მასტერ-კლასი. 

Red Bull BC One All Stars  ყველაზე საინტერესო და გახმაურებული პროექტია ბრეიქდანსის ისტორიაში, გუნდი, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს შვიდი საუკეთესო ბი-ბოი. ისინი არიან საუკეთესონი საუკეთესოთა შორის. ყოველ მათგანს გააჩნია თავისი უნიკალური სტილი და ცეკვის მანერა, მაგრამ ერთად ისინი ქმნიან ბრეიქდანსის ხელოვნებას და  ჰიპ-ჰოპ კულტურას.

 

კომენტარები