ჩერნობილის სარკოფაგის ასაშენებლად უკრაინას ფული არ ჰყოფნის

კიევში, ჩერნობილის რადიაციული კატასტროფის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე, რომელშიც 40 ქვეყანა და ორგანიზაცია მონაწილეობდა, ჩერობილის მეოთხე ატომურ რეაქტორზე ბირთვული აფეთქების შედეგების ლიკვიდაციისთვის  საჭირო თანხა ვერ შეგროვდა.  ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, 25 წლის წინ აფეთქებული ატომური რეაქტორის საბოოლოდ გაუვნებელყოფისთვის ასაშენებლი სარკოფაგისთვის 990 მილიონი ევრო იყო საჭირო, თუმცა მხოლოდ 550 მილიონის შეგროვება მოხერხდა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, ევროკავშირი ამ მიზნით 110 მილონ ევროს დახარჯავს. აშშ-მ მზადყოფნა გამოთქვა 2011-2012 წლებში 123 მილიონი  დოლარი გაიღოს  აფეთქებული რეაქტორის „დასამარხად.“ ყველაზე ნაკლებს -  45 მილიონ ევროს რუსეთი დახარჯავს. მიუხედავად ამისა, უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი იმედს არ კარგავს. მან განაცხადა, რომ კონფერენციის ეს მონაცემები საბოლოო არ არის. ის იმედოვნებს, რომ თანხის შეგროვება სრულად კონფერენციის დასრულებამდე მოხერხდება.

1997 წელს საერთაშორისო დონორებმა ჩერნობილს მეოთხე რეაქტორის საბოოლოდ გაუვნებელყოფის მიზნით  ფონდი „ გადაფარვა“ შექმნეს. პროექტი რეაქტორისთვის სარკოფაგის მშენებლობას ითვალისწინებდა.  პროექტის გასახორციელებლად,  ექსპერტების გათვლებით 1,5 მილიარდი ევროა საჭირო.  კონფერენციამდე ფონდმა 864 მილიონის შეგროვება მოახერხა. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის განცხადებით, რომელიც ფონდისთვის შეგოვილ თანხას განკარგავს, ჩერნობილის რაქტორზე „გადაფარვის“ სამუშაოები თანხის სრულად შეგროვების შემდეგ, 2015 წლისთვის დასრულდება.

ევროპის გავითრებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ატომური უსაფრთხობის დირექტორმა, ვინის ნოვაკმა განაცხადა, რომ  კიევის კონფერენციით მსოფლიომ უნდა გამოხატოს ბირთვული უსაფრთხოების გაუმჯობესების ნება და დაამყაროს სრული კონტროლი  უკრინის და იაპონიის ბირთვულ ავარიებზე.

კომენტარები