ბილ გეითსი ბრაზილიიდან გააძევეს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/blg.png##fbimage#
საინფორმაციო სააგენტო AFP-ს ცნობით, კომპანია  Microsoft-ის დამაარსებელს, ბილ გეითსს ბრაზილიის ხელისუფლებამ ქვეყნის 3 დღეში დატოვება მოსთხოვა. პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ქვეყნიდან სამუშაო ძალის  უკანონო გამოყენებისთვის  გააძევეს. აფპ იტყობინება, რომ ბილ გეითსი რამდენიმე ადამიანის თანხლებით მდინარე რიუ-ნეგრუზე კრუიზში იმყოფებოდა, საზღვაო პატრულმა მისი იახტა შემოწმებისთვის შეაჩერა.  ტურისტებს ყველა დოკუმენტი წესრიგში  ჰქონდათ,  ეკიპაჟის წევრებს კი გემზე მუშაობის ნებართვები არ აღმოაჩნდათ. არალეგალური სამუშაო ძალის უკანონოდ გამოყენებისთვის, გეითსი დააჯარიმეს და დეპორტაცია გაუკეთეს. ცნობილია, რომ გეიტსს ამაზონის აუზში შვებულება ადრეც არაერთხელ გაუტარებია.

ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, ბილ გეიტსს პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორე ადგილი უკავია. მისი ქონება 56 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები