ჰიპ-ჰოპის საღამო კლუბ Night Flight-ში

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/brkb.png##fbimage#
მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი B-Boy შეჯიბრის Red Bull BC ONE ALL Stars -ის გამარაჯვებულების სტუმრობა საქართველოში ქართველი ბრეიქდანსერებისთვის და უბრალოდ ცეკვის მოყვარულებისთვისაც მოვლენად იქცა .

16 აპრილს მსოფილოში ცნობილმა ბი-ბოებმა კლუბ Night Flight ჰიპ-ჰოპის ნამდვილი საღამო მოაწყვეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოცეკვავეების მონაწილეობით. საღამოს ოფიციალური ნაწილი, ანუ გამოსვლები ორ საათს გრძელდებოდა. ჰიპ-ჰოპით ბოლომდე გაგიჟებამ კი დილამდე გასტანა .

18 აპრილს პლანეტის ყველაზე წარმატებულმა ბრეიქდანსერებმა ლილუმ (Lilou)და ჩიკომ (Cico) თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში ადგილობრივი მოცეკვეავეებისთვის და მოყვარულებისთვის მასტერ კლასი ჩაატარეს. დასწრება თავისუფალი იყო. უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის დარბაზში ბრეიქდანსის ვირტუოზების ალტერნატიულ გაკვეთილს უამრავი მოყვარული დაესწრო.

Red Bull All Stars  ყველაზე საინტერესო და გახმაურებული პროექტია ბრეიქდანსის ისტორიაში. გუნდი, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს შვიდი საუკეთესო ბი-ბოი. ისინი არიან საუკეთესონი საუკეთესოთა შორის. ყოველ მათგანს გააჩნია თავისი უნიკალური სტილი და ცეკვის მანერა, მაგრამ ერთად ისინი ქმნიან ბრეიქდანსის  ხელოვნებას და ჰიპ-ჰოპ კულტურას.

კომენტარები