ყირგიზეთის პარლამენტიდან ბოროტი სულები განდევნეს

ყირგიზეთის პარლამენტის დეპუტატებმა პარალამენტის შენობაში ბოროტი სულების განდევნის რიტუალი ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ საიტი  24kg.org ავრცელებს. ამ რიტუალისთვის დეპუტატებმა მსხვერპლშეწირვა მოაწყვეს და შვიდი ცხვარი დაკლეს. კონკრეტულად სად ჩატარდა ცერემონია, არ კონკრეტდება. 

ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერმა, ახმადბეკ კელდიბეკოვმა განაცხადა, რომ რიტუალის ჩასატარებლად ყველა დეპუტატს ხელფასიდან 700 სომი (15 დოლარი) დაექვითა. პარლამენტი თავჯდომარემ აღნიშნა, რომ ცხვრების შესასყიდად შეგროვილი თანხის მხოლოდ ნაწილი დაიხარჯა. მისი თქმით, დანარჩენი თანხა მოხუცთა თავშესაფრებისა და ინტერნატების დასახმარებლად გადაირიცხა გადაირიცხა.  გაუმჯობესდა თუ არა მდგომარეობა რიტუალის შემდეგ ყირგიზეთის პარლამენტში, სადაც ცოტა ხნის წინ რამდენიმე სასტიკი ჩხუბი მოხდა, ჯერჯკრობით უცნობია.

კომენტარები