დმიტრი მედვედევი: საბჭოთა კავშირი ჩერნობილის ტრაგედიის დროს არასწორად მოიქცა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/chrn.png##fbimage#
უკრაინაში  მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ბირთვული კატასტროფის, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონიძიებებზე დასასწრებად რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვევდევიც ჩავიდა.  სიტყვით გამოსვლიას მედვედვემა განაცხადა, რომ ჩერნობილის კატასტროფის დროს  საბჭოთა კავშირი „სწორად არ მოიქცა.“  „ჩვენ უნდა ვიყოთ პატიოსნები, ასეთი საფრთხეების დროს სახელმწიფო ვალდებულია სიმართლე უთხრას ხალხს. ხელისუფლებამ მოქალაქეებს  აბსოლუტურად ზუსტ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს მომხდარი კატასტროფის და მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ. საბჭოთა კავშირი კი 25 წლის წინ ასე არ იქცეოდა,“ განაცხადა მედვევდევმა.   

აფეთქება ჩერნობილის ატომურ ელექტროსდგურზე  1986 წლის 26 აპრილს მოხდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ ოფიციალურად კატასტროფის შესახებ ავარიიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადა.

კრემლის პრეს სამსახურის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა უცხოელ პარტნიორებს ბირთვული ენერგიის განვითარების შესახებ ისეთი წინადადებები შესთავაზა, რომლებიც „ბირთვული კატასტროფების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.“  ერთ-ერთ ზომად  მედვედევმა „ატომურ ელექტროსადგურებზე მომხდარ შემთხვევებზე რეაგირების დროს, დროული და საკმარისი ღონიძიებების გატარებაზე სახელმწიფოების პასუხისმგებლობის“ დაწესება დაასახლა. წინადადებებში ასევე გათვალისწინებულია მსოფლიოს  ატომური ენერგიის  სამოქალაქო ობიქტების განვითრების ტენდენციები.    კრემლის პრესსამსახურის ცნობით,  „წინადადებები  ფუკიშიმა -1 ის ავარიის შედეგების გაანალიზების შედეგია.“

ატომური ენერგეტიკის უსაფრთხოების საკითხებმა წამყვანი სახელმწიფოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად იაპონიის ატომურ ელექტროსადურ ფუკიშიმაზე მომხდარი ავარიის შემდეგ მიენიჭა.

კომენტარები