აშშ-ში სტიქიას 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ალაბამას შტატში ძლიერმა ქარიშხალმა 45 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საერთო ჯამში კი, აშშ-ს სამხრეთ შტატებში სტიქიის შედეგად 70-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ტორნადომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილის თითქმის ყველა შტატს გადაუარა ტეხასიდან ჯორჯიას შტატის ჩათვლით. უცხოური საინფორმაციო სააგენტოების მონაცემებით, მისისიპის შტატში ტორნადოს 11 ადამიანი ემსხვერპლა, ჯორჯიას შტატში 2, ხოლო არკანზასსა და ტენესიში თითო ადამიანი.

ალაბამას, არკანზასისა და ტენესის შტატების გუბერნატორებმა მოსალოდნელი უამინდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სტიქიით დაზარალებული შტატებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის განკარგულება გასცა.

ამ დროისთვის ალაბამას შტატის 335 ათასი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ძლიერი ქარი და ტორნადო აშშ-ს სამხრეთ რაიონებშI უკვე რამდენიმე დღეა მძვინვარებს. სინოპტიკოსები გამოდარებას კიდევ რამდენიმე დღე არ ვარაუდობენ. 

კომენტარები