ფილიპინები: დინასტების ომი

0 კომენტარი

ფილიპინების მთავრობამ, ყოფილი პრეზიდენტის, გლორია მაკაპაგალ აროიოს უფროსი ვაჟი, გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულა. საგადასახადო სამსახურის (BIR) მტკიცებით, კონგრესმენ ხუან მიგელ აროიოს და მის მეუღლეს 2005, 2008 და 2009 წლებში საშემოსავლო ანგარიშები არ წარუდგენიათ. სახელმწიფო წყვილს, საერთო ჯამში,  1.7 $ მილიონს ედავება. აროიო  წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. კონგრესმენი ირწმუნება, რომ პრეზიდენტ აკინოს  მისი ოჯახის დისკრედიტაცია პირადად  სურს. იგი აცხადებს, რომ საზოგადოებაში აკინოს რეიტინგი უფრო და უფრო მცირდება, ამიტომაც ისეთი ქმედებები ესაჭიროება, რაც  პოპულარობას მოუტანს. ამას ჯერჯერობით ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და მის ოჯახთან დაპირისპირებით აღწევს. 
 

მართლაც, წყვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, პრეზიდენტის კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს მისი წინამორბედი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა კორუფციის გამოძიებას. ბრალდებების ტალღას წინ უძღოდა აკინოს მიერ „სიმართლის დამდგენი” კომისიის შექმნა. ეს უკანასკნელი ყოფილი პრეზიდენტის, გლორია მაკაპაგალ აროიოს წინააღმდეგ  მუშაობს. ჩატარებული გამოძიების შედეგად, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციას არღვევდა. 
 
პრეზიდენტი აკინო დიდი ხნის განმავლობაში პოპულარული მმართველი იყო. მაღალ რეიტინგს იგი ხან მშობლების რეპუტაციის, ხანაც წინამორბედის არასახარბიელო ავტორიტეტის ხარჯზე აღწევდა. აკინოს დედა ფილიპინების პირველი ქალი პრეზიდენტი იყო, რომელმაც 1986 წელს ფერდინანდ მარკოსის დიქტატორული რეჟიმი დაასრულა. მამა – დემოკრატიისთვის მებრძოლი ბენინო აკინო უფროსი – მარკოსის დიქტატორულ რეჟიმს ემსხვერპლა. 
 
რეიტინგის კლება აკინოსთვის მართლაც პრობლემაა. Social Weather Stations-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მისი რეიტინგი 13%-ით დაეცა. თუმცა, თავდაპირველად, წინამორბედ პრეზიდენტებთან შედარებით, ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აკინომ  პრიორიტეტებად კორუფციასთან ბრძოლა და სიღარიბის შემცირება დაასახელა. თუმცა Transparency International-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფილიპინელთა უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ ბოლო დროს განხორციელებულმა მთავრობის ქმედებებმა კორუფციის დონე ვერ შეამცირა. 
 
კორუფციის მაღალი მაჩვენებელი სიღარიბეზე პირდაპირ აისახება. ფილიპინები, სიმდიდრის მიხედვით, მსოფლიოში 180 ქვეყანას შორის 162-ე ადგილზეა. ცოტა ხნის წინ, Social Weather Survey-ის მიერ ჩატარდა კვლევა. მისი მიხედვით, ბენინო აკინოს პრეზიდენტობის პერიოდში, ფილიპინებში სიღარიბის დონე გაიზარდა. 
არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გუბაზ სანიკიძე

კომენტარები