ბეატიფიკაციის წინ იოანე პავლე მეორის ცხედარი კრიპტადან ამოასვენეს

 რომის პაპის, იოანე პავლე მეორის ბეატიფიკაციის წინ  პონტიფიკოსის ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკის ქვეშ მდებარე კრიპტადან ამოასვენეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით რომში ათიათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ცხედრის ამოსვენებას პაპის უახლოესი გარემოცვის წევრები და ვატიკანის ოფიციალური პირები ადევნებდნენ თვალს.

პაპის სასახლე წმინდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ საკურთხეველთან დაასვენეს. კვირას, ბეატიფიკაციისადმი მიძვღვნილი წირვის დასრულების შემდეგ სასახლე ბაზილიკაში იქამდე დარჩება, ვიდრე პაპის სასახლეს ყველა მსურველი არ ინახულებს. ამის შემდეგ კი სასახლეს ახალ კრიპტაში გადაიტანენ, რომელიც საკურთხეველთან ახლოს, მიქელანჯელოს პიეტასთან მდებარეობს. მარმარილოს სახურავს, რომელიც პაპის ძველ კრიპტას ეფარა, პოლონეთში, პონტიფიკოსის სამშობლოში გაგზავნიან, იუწყება გამოცემა The Telegraph-ი. კვირას,  იოანე პავლე მეორის ბეატიფიკაციის ცერემონიალს, წინასწარი გათვლებით, ერთი მილიონი ადამიანი დაესწრება.

 

კომენტარები