ზემეკისის ”განმეორება”

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/Replay-Ken-Grimwood.png##fbimage#
კინოკომპანია Warner Bros.-მა რეჟისორ რობერტ ზემეკისს ფილმმ ”განმეორების” გადაღება შესთავაზა.
 
”განმეორება” კენ გრიმვუდის ნაწარმოებია, რომლის მთავარი პერსონაჟიც ჟურნალისტი ჯეფ უინსტონია, რომელიც 1988 წელს გულის შეტევით გარდაიცვლება. თუმცა გონს მოსული აღმოაჩენს, რომ 1963 წელს დაბრუნდა და ისევ 18 წლის სტუდენტია. ის თავიდან გადის თავის ცხოვრებას, არ აქცევს გულის პრობლემებს ყურადღებას და 1988 წელს ისევ იღუპება. ის კვლავ 1963 წელს იღვიძებს, უბრალოდ წინა გაცოცხლებისგან განსხვავებით რამდენიმე საათით გვიან და ასე მეორდება სულ, ჯეფს ყოველ ახალ ”დაბადებაზე” სულ უფრო ცოტა დრო აქვს სიცოცხლისთვის. ნელ-ნელა მთავარი გმირი ხვდება, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ მიზეზების შეცვლა შესაძლებელი.

 თავდაპირველად ფილმის რეჟისორად ბენ აფლეკი მოიაზრებოდა, თუმცა ”ქალაქის” რეჟისორმა უარი თქვა პროექტზე და ”არგონავტების” გადაღება არჩია. ჯერ-ჯერობით უცნობია დასთანხმდება თუ არა რობერტ ზემეკისი ”გადახვევაზე” მუშაობას. 

კომენტარები