მედვედევი პედოფილების ქიმიურ კასტრაციას ითხოვს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/mede.png##fbimage#
რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა სასამართლო სისტემის რეფორმისადმი მიძღვნილ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ  რუსეთში პრედოფილების მიმართ ”უსასტიკესი ზომების” მიღებაა საჭირო. მედვედევის თქმით, ამ ზომებს შორის  არის ქიმიური კასტრაცია.  „სასჯელი იმ პირების მიმართ, ვინც ბავშვებზე ძალდობენ მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს. სახელმწიფომ ზემოქმედების ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს,“ აღნიშნა  რუსეთის პრეზიდენტმა.  მისი თქმით, ამ დანაშაულთან ლიბერალური მიდგომა მიუღებელია. ”დასჯის ზომად  უნდა განვიხილოთ ქიმიური ინექციებიც,  რომლებიც ჰორმონების მოქმედებას ბლოკავენ,“ დასძინა მედვედევმა.  

ქიმიური კასტრაცია ადამიანი ორგანიზმში ინქეციის გზით ქიმიური პრეპარატის შეყვანით ხდება, რომელიც მამაკაცური ჰორმონის - ტესტოსტერონის აქტივაციას ბლოკავს. 

 „ბევრმა ძალიან განვითარებულმა ქვეყანამ პედოფილების წინაამდეგ სასჯელის ეს ზომა უკვე შემოიღო,“ აღნიშნა რუსეთის პირველმა პირმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი. მან არ გამორიცხა ამ საკითხზე რუსეთში  ფართო და ხანგრძლივი დისკუსიის დაწყება. ამასთანავე, „იმის  გათვალისნებით, რომ ასეთი საშინელი დანაშაულებები ხდება და მას ასევე საშინელი შედეგები მოსდევს,“ მედვედევმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება თავად დაიტოვა.

აპრილში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც პედოფილებისთვის სასჯელის ერთ-ერთ ზომად ქიმიურ კასტრაციას ითვალისწინებს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბასტრიკინმა  ბოლო დროს ამ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით,  რუსეთში პედოფილიაში ბოლო დროს ბრალდებული ყველა ბოროტმოქმედი სასჯელს იგივე სახის დანაშაულისთვის ადრეც იხდიდა. ბასტრიკინის თქმით, ყველა მათგანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ვადაზე ადრე  გაათავისუფლეს.

კომენტარები