ევროკავშირი ლიბიაში წარმომადგენლობას ხსნის

ევროკავშირი მზად არის საკუთარი წარმომადგენლობა გახსნას ქალაქ ბენგაზიში, რომელიც ლიბიელი ამბოხებულების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს.

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარო პოლიტიკის საკითხებში, კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი  ხელს შეუწყობს ლიბიის ოპოზიციის ადმინისტრაციის - გარდამავალი ნაციონალური საბჭოს საქმიანობას. ”ჩვენ გვსურს მათ დახმარება გავუწიოთ განათლების, ჯანდაცვის კუთხით,” თქვა ბარონესა ეშტონმა.

ამის პარალელურად, ლიბიელმა აჯანყებულებმა განაცხადეს, რომ მათ საპორტო ქალაქ მისრატის აეროპორტში გამაგრებულ კადაფის საბრძოლო დანაყოფებს ალყა შემოარტყეს. ლიბიის გარდამავალი ნაციონალური საბჭო  ასევე აცხადებს, რომ ოპოზიციურმა ძალებმა  მოახერხეს პოლკოვნიკ კადაფის არმიის განდევნა მისრატიდან. დამოუკიდებელი წყაროები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

კოალიციური ძალების წარომადგენელთა განცხადებით, NATO-მ  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქ მისტარის გარშემო 30-მდე ობიექტზე განახორციელა საჰაერო დარტყმები. მათ შორის, ტანკებზე, სარაკეტო დანადგარებზე და საბრძოლო მასალების საწყობებზე.

NATO-ს ოფიციალური პირების თქმით, მუამარ კადაფისადმი ლოიალურად განწყობილი სამხედროების განლაგება საცხოვრებელ კვარტლებთან ახლოს, ავიაციას დასახული ამოცანის შესრულებაში ხელს უშლის.  

კომენტარები