თეთრი ლობიოს წვნიანი

4 ულუფის მასალა 2 ქილა თეთრი ლობიოს კონსერვი 1 საშუალო ზომის ხახვი 200 გრ. ბეკონი 50 გრ. ნაღები 50 გრ. ზეითუნის ზეთი 3 კბილი ნიორი ბოსტნეულის ბულიონი – 1 კუბი გალინა ბლანკა 1 კონა ომბალო ბეგქონდარა – thyme (გემოვნებით) როზმარინი (გემოვნებით) მარილი ფერადი წიწაკა ჯამში 10 ლარი მომზადების წესი:


დაჭერით ბეკონი.
გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეთი და შეწვით დაჭრილი ბეკონი. 
შემწვარი ბეკონი გადაიღეთ ხელსახოცზე, ტაფაზე დარჩენილ ცხიმში მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. დაუმატეთ თეთრი ლობიო, ნედლი ან ხმელი სუნელები, ცოტაოდენი ბულიონი და წამოადუღეთ. მიღებული მასა დააბლენდერეთ და გაათხელეთ დარჩენილი ბულიონით სასურველ კონსისტენციამდე. 
მასა დააბრუნეთ ტაფაზე და წამოადუღეთ. დაუმატეთ ნაღები, მარილი და ფერადი წიწაკა.
წვნიანი გაანაწილეთ ოთხ თეფშზე, მოაყარეთ შემწვარი ბეკონი, წვრილად დაჭრილი ომბალო და მიირთვით გემრიელად. 
 
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: 
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), 
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), 
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03). 
 

კომენტარები