წლის გარიგება ჩაიშალა

0 კომენტარი
#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/BP.png##fbimage#

ნავთობმომპოვებელ კომპანიებს „ბრიტიშ პეტროლიუმისა“ და „როსნეფტს“ შორის გარიგება  ჩაშლილად გამოცხადდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია BBC-მ გაავრცელა.   კომპანია BP-მ უკვე დაადასტურა,რომ „როსნეფტთან“ გარიგება არ შედგება.ხოლო „როსნეფტში“ ბი-ბი-სის განუცხადეს, რომ   კომპანია სხვა პარტნიორს ეძებს არქტიკის ნავთობის მარაგების ასათვისებლად.
 
BP -ის ხელმძღვანელმა, რობერტ დადლიმ განაცხადა, რომ  მომავალშიც ТНК – BP-ის შეთანხმების ჩარჩოებში რუსეთში კომპანია AAR  -თან (Alfa Group - Access Industries - Renova) ერთად იმუშავებს. გარიგება სწორედ AAR-ის მიერ წამოყებული პირობების  გამო ჩაიშალა.

BP -სთვის ამ გარიგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ახლა მის აქციონერებს BP -ისა და AAR-ის  ერთობლივი განცხადება თუ დაამშვიდებს იმის შესახებ, რომ ორივე კომპანია ერთად კონსტრუქციულად იმუშავებს,  მიუხედავად ბოლო თვეების დაძაბულობისა.

16- მილიარდიანი გარიგების დასადებად, რომლის მიხედვითაც „როსნეფტი“  BP-ს 5 პროცენტიანი აქციების სანაცვლოდ 9,5 პროცენტ აქციათა პაკეტს იღებდა, სასამართლოს მიერ მიცემული ვადა სამშაბათ საღამოს იწურებოდა.  

BP -იმ  კონსორციუმ ТНК-BP-ში AAR-ის წილის 30 მილიარდ დოლარად გამოისყიდვა სცადა. მანამდე ბრიტანული კომპნია AAR-ის წილში 27 მილიარდს იხდიდა.კონსორციუმის რუსმა აქციონერებმა განცხადეს, რომ მათი აქციათა პაკეტი 30 მილიარდზე მეტი ღირს.

კომპანია Renova-ს  ხელმძღვანელმა, ვიქტორ ვეკსებერგმა  BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომხდარი  „ძალიან გაბრაზებულია, თუმცა ორჯერ უფრო მეტად  გაბრაზდება თუ კონსორციუმ  ТНК-BP-ში აქციების  გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მიუწევს.“

მაისის დასაწყისში სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ „როსნეფტსა“ და BP -ს გარიგების დასრულების უფლება იმ პირობით მისცა, თუ „როსნეფტი“  გარიგებაში პარტნიორად  კონსორციუმ ТНК-BP-საც შეიყვანდა.

ექსპერტებმა მაშინვე განაცხადეს, რომ გარიგების ასეთი ვარიანტი „როსნეფტისთვის“ არასაინტერესო იქნებოდა და კომპანია არქტიკის  ასათვისებლად  შელფის ათვისების გამოცდილების მქონე სხვა უცხოური კომპანიის ძიებას დაიწყებდა. 

გარიგება „როსნეფტსა“ და BP -ის შორის იანვარში შედგა და მას    წლის გარიგება უწოდეს. თუმცა BP-ს პარტნიორება კონსორციუმ ТНК-BP-დან  სასამართლოს მიმართეს და გარიგებისთვის ვეტოს დადება ითხოვეს. რადგან, მათი თქმით,  ის არღვედა ხელშეკრულებას AAR-სა და ТНК-BP-ს შორის. ამ ხელშეკრულების მიხედვით, BP-ს რუსეთში მუშობის უფლება მხოლოდ რუსი პარტნიორების მეშვეობით ჰქონდა. სასამართომ გარიგება დაბლოკა.

AAR-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ BP-მ კონსორციუმს  5-დან 10 მილიარდამდე დოლარის ზარალი მიაყენა, იმით რომ  BP-სა და  „როსნეფტს“ შორის გაფორმებულ ალიანსთან შეერთების საშუალება არ მისცა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბრიტანულ კომპანიას   ТНК – BP-ს აქციონერმა  ანდრეი პროხოროვმა უჩივლა. ის ვარაუდობს, რომ ბრიტანული კომპანიისგან ამ თანხას მიიღებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები