ხოდორკოვსკის სასჯელი 1 წლით შეუმცირეს

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კომპანია ЮКОС-ის ყოფილ ხელმძღვანელს, მიხაილ ხოდორკოვსკის და ბიზნესმენ პლატონ ლებედევს სასჯელი ერთი წლით - 14-დან 13 წლამდე შეუმცირა. თუმცა, სასამართლომ მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. გასული წლის დეკემბერში, ხოდორკოვსკი და ლებედევი სასამართლომ ЮКОС-ის მიერ 1998-2003 წლებში მოპოვებული ნავთობის სრულად მიტაცებაში დამნაშავედ სცნო და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლო სხდომის დროს ხოდორკოვსკიმ მოსამართლეს გასულ წელს გამოტანილი ”აბსურდული განაჩენის” შეცვლისკენ მოუწოდა. ”ამ განაჩენის გამოსწორება შეუძლებელია, კოსმეტიკა ვერ უშველის, ამიტომ, ან შეცვალეთ ის, ან შეუერთდით სამხრეებიან დამნაშავეებს,” აღნიშნა ხოდორკოვსკიმ. პროკურორები კი, თავის მხრივ, აცხადებდნენ, რომ ვერ ხედავდნენ სასჯელის შემსუბუქების საფუძველს. 

კომენტარები