დღის მთავარი სიახლეები შოუ–ბიზნესიდან

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/kompas.png##fbimage#
ლას ვეგასში ჩატარდა ღონისძიება Billboard Music Awards მუსიკალურიი ინდუსტრიის ლიდერებთან ერთად. ბრითნი სპირსმა   Rihanna–სთან ერთად დუეტი იმღერა, Cee Lo უკრავდა 360 გრადუსით მბრუნავ პიანინოზე,Beyonce–მ  ვიზუალური ხელოვნების შედევრი, ჰოლოგრამული ცეკვა დადგა საკუთარ ასლებთან ერთად .

ფილმმა „კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე“ რეკორდი მოხსნა.ფილმზე  გაყიდული ბილეთების რაოდენობამ მსოფლიო მაშტაბით, პირველი კვირის განმავლობაში, 346.4 მილიონს მიაღწია, აქედან 256 მილიონი ჩრდილოეთ ამერიკის საზღვრებს გარეთ გაიყიდა.ეს მეტყველებს ფილმის ყველა დროის  უდიდეს მსოფლიო   პრემიერაზე.

დევიდ შვიმერი მამა გახდა. მან და მისმა მეუღლემ საჯაროდ გამოაცხადეს  8 მაისს ქალიშვილის, კლეო ბუკმან სვიმერის, შეძენის შესახებ.

სიმონ ფულლერი დააჯილდოვეს ჰოლივუდის დიდების ხეივანის საპატიო ვარსკვლავით  . ეს ადამიანი, ტელე გადაცემა "American Idol"–ის კულისებიდან, იქცა მუსიკალური ინდუსტრიის  ყველაზე გავლენიან ლიდერად, რომელიც კურირებდა Spice Girls–ის, კელი კლარქსონის და ემი ვაინჰაუზის  წარმატებას.

კომენტარები